|
2019-07-03 14:18:28, 1602 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ანტიდემპინგური კანონი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტისგან
„ანტიდემპინგური კანონმდებლობა კერძო სექტორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაკვეთაა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ დემპინგური იმპორტი ზიანს აყენებს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტი მთავრობამ უკვე მოიწონა და პარლამენტს გადაეგზავნა. გენადი არველაძის განცხადებით, უწყებაში მოლოდინი აქვთ, რომ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი ანტიდემპინგურ კანონს მიიღებს. „ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტისგან. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ არ გვქონდა ანტიდემპინგური კანონმდებლობა და ვერ ვახდენდით გამოძიებას, დადგენას, თუ რამდენად დემპინგური იყო ფასები, რომლითაც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტი ხორციელდებოდა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. კანონპროექტის მიხედვით, ანტიდემპინგური კანონი 2020 წლის პირველ იანვარს შევა ძალაში და შემდეგ ოთხ თვეში ამოქმედდება, რაც, გენადი არველაძის ინფორმაციით, შესაბამის სტრუქტურებს სრულფასოვანი მოძიების საშუალებას მისცემს, თუ რამდენად იყო დემპინგი. „შედეგად, ჩვენ შევძლებთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები და ის ღონისძიებები გავატაროთ, რომელთაც კანონპროექტი ითვალისწინებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)