|
2019-07-03 13:16:35, 1012 ნახვა
პოლიტიკა
ზოიძე: ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანას პოლიტიკური „შავი ჭირი“, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოვაშორე
,,კოლექტიური მელიას ,ამ მოძრაობის ,ამ პოლიტიკური ძალის ანამნეზი, ისტორია სწორედ ძალადობაზე, სწორედ ასეთ გადატრიალებაზე ,დაპირისპირებაზე ,პოლარიზაციაზე, სიძულვილზე არის დამყარებული“, - ეს განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. ,,სწორედ ტერორზე არის დამყარებული ,გადატრიალებაზე არის დამყარებული და მათ არავითარი შანსი, რომ ოდესმე მოვლენ ხელისუფლებაში მშვიდობიანი ,ნებისმიერი ბარიერით, ნებისმიერი ფორმით , პროპორციული, არაპროპორციული ,შერეული, მაჟორიტარული არჩევნების პირობებში ნამდვილად აღარ დარჩათ, ეს კარგად იციან და შესაბამისად იყენებენ იმ ნაცად ხერხს, რაც მათ ანამნეზში და ავადმყოფობის ისტორიაში უკვე არსებობს“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ. როგორც ზოიძე აღნიშნავს, იგი გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ვერ მოახერხა პოლიტიკური ,,შავი ჭირის“, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, მოშორება. იმ დღეს, როდესაც ძალიან მძიმე განხილვა გვქონდა , იგივე პარლამენტარიზმის კუთხით ვამბობ , როდესაც იმუნიტეტის მოხსნას განვიხილავდით ,მე მაშინვე დავაფიქსირე, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ გავრილოვი იქ იმყოფებოდა ,იმ სავარძელში ჩაბრძანდა, მაგრამ იმავდროულად მე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას , რადგან მე როგორც ერთმა ადამიანმა, „ქართული ოცნების“ წევრმა ვერ მოვახერხე ამ პოლიტიკური ,მართლაც შავი ჭირის ,კიბოს მოშორება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. მე თვალებში ვერ ვუყურებ იმ ახალგაზრდებს ვინც დაშავდა, მაგრამ ძალიან მკაცრ პასუხისმგებლობას მოვითხოვ ყველა იმათის, ვინც მიზეზი იყო იმისი, რომ ეს ახალგაზრდები დაშავდნენ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ის ადამიანებიც ,რომლებმაც გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას. პასუხი უნდა აგოს ყველამ და პირველ რიგში „ ნაციონალურმა მოძრაობამ“ ,რომელიც პირველ რიგში არის მიზეზი და ამოსავალი წერტილი ,რატომაც მოხდა 20 ივნისის ღამე“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
(NS)
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)