08:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 13:02:30, 1166 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე: ვერავინ გაბედავს, რომ შსს-ში მუშაობდეს და კანონს გვერდი აუაროს

 „ვერავინ გაბედავს, მუშაობდეს შს სამინისტროში, კანონს გვერდი აუაროს და ვინმეს ხელი დააფაროს - ყველაფერს რეაგირება უნდა მოჰყვეს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 როგორც მანვე განმარტა, 20-21 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე რამდენიმე პოლიციელთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს.

 ნებისმიერი პირი იყოს გამოვლენილი და მის მიმართ დაიწყოს სამართლებრივი პროცესი, თქვენი კითხვა, შეძლებს კი შშ სამინისტრო იქნება თუ პროკურატურა ნებისმიერი პირი, რომელიც იძიებს, იკვლევს შემოწმებას ახდენს სამსახურეობრივად კონკრეტული პირი  შესაძლო გადაცდომებს ან დანაშაულს ვალდებულია კანონზე დაფუძნებით იმოქმედოს, ვერავინ გაბედავს, თუნდაც შს სამინისტროში მუშაობდეს კანონს გვერდი აუაროს და ვინმეს ხელი დააფაროს. ამის გარანტი არის კანიონი და საპარლამენტო კონტროლი, ამის გარანტი არის უწყების ხელმძღვანელი, რომელ უწყებასაც ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი, კანონზე დაფუძნებით ვუდგებით ყველა საკითხს, რა თქმა უნდა  ყველაფერს უნდა მოჰყვეს რეაგირება, შესაძლოა, თქვენ დასვათ შეკითხვა ერთ კვირაში, ორი კვირაში  რატომ არ არის ეს ყველაფერი უკვე გამოვლენილი, მაგრამ უკვე შედეგია ის რომ შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება, 10 პირთან მიმართებაში წარმოებს პროცესი, მიმდინარეობს, როგორც სამსახურეობრივი შემოწმება გენინსპექციის მეშვეობით,რაიმე გადაცდომას ჰქონდა თუ არა ადგილი,თუ გამოიკვეთა ეს ნიშნები შემდგომ პროკურატურა უნდა ჩაერთოს, ორთან თუ სამთან მიმართებაში უკვე მიმდინარეობს პროკურატურაში დანაშაულის ნიშნებთან მიმართებაში გამოძიება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics