05:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 10:47:06, 1457 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია და სასიხარულოა, რომ ამის აღიარება საერთაშორისო დონეზე მოხდა

„მცირე ბიზნესის მხარდაჭერა არის ჩვენი პრიორიტეტი და ძალიან სასიხარულოა, რომ ამის აღიარება კიდევ ერთხელ მოხდა საერთაშორისო დონეზე" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის შეფასებისას განაცხადა, სადაც საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში პირველ პოზიციაზე დასახელდა.

„OECD-მ  კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო არის ლიდერი მცირე ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიმართულებით. ასევე მსურს ძალიან დიდი მადლობა  გადავუხადო  ევროკავშირს, რადგან მათ შორის, მათი პროგრამების დახმარებით ხდება  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევის თანახმად მომზადებულ რეიტინგში საქართველომ 12 ინდიკატორიდან 9 ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა.

აღნიშნული ინფორმაცია გამოცხადდა OECD-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ პარიზში გაიმართა და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები დაესწრნენ. საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics