|
2019-07-02 20:16:54, 1426 ნახვა
პოლიტიკა
რუსი დეპუტატი საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვს
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვსб - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. როგორც ჯაბაროვმა განმარტა, სანქციები უპირველეს ყოვლისა ქართული ღვინის იმპორტს უნდა შეეხოს. "საქართველო არ არის პატარა ბავშვი, რომელმაც რაღაც დააშავა, არაფერი ესმის და ახლა უნდა აპატიო. თითქოს უკვე 30 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავისი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგოს. მიაჩნია, რომ ზომები უნდა მივიღოთ სანქციების სახით. საერთოდ არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ ქართული ღვინის ხარისხი გაუარესდა. რატომ ამბობენ ამას? ყველას ეცინება, როდესაც მსგავს განცხადებებს კითხულობენ. უმჯობესი იქნება, ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა რუსეთთან მიმართებაში არამეგობრულად მოიქცა და ამ ეტაპზე მასთან სავაჭო ურთიერთობებით დაინტერესებული არ ვართ. არ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაზე გამდიდრდეთ. თუ რუსეთთს აგრესორად მიიჩნევთ, მაშინ ნება იბოძეთ და თქვენი რვინო ან სხვა პროდუქცია სხვა ქვეყნებს მიჰყიდეთ", - განაცხადა მან. ჯაბაროვის თქმით, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების გამო, შექმნილი პრობლემები უნდა შეიგრძნოს.. "თუ ქვეყანა ვერ იგრძნობს, რომ ამ ურთიერთობის გაფუჭებით, მას დიდი ზარალი მიადგა, ისინი მომავალშიც ანალოგიურად მოიქცევიან. ქართული ღვინის ბაზარი რუსეთში მიზერულია. ჩვენი ბაზარი სავსეა იტალიური და ფრანგული ღვინით, აგრეთვე გაჩნდა რუსული ღვინოც, რომელიც საკაოდ კარგია", - აღნიშნა ჯაბაროვმა.
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)