05:57 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 13:43:31, 1530 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

„ძალიან შთამბეჭდავია იმ რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს," -  ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინესმა (Sebastian Molineus) ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

ივანე მაჭავარიანმა სტუმარს ახალ პოზიციაზე მუშაობის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს ეფექტიანი და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის.

ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე, ასევე, განიხილეს ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და განათლების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები.

აღინიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ 90 მილიონი ევროს ოდენობის ხელმოწერილი ხელშეკრულება „ინოვაციების, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის" პროექტის განსახორციელებლად ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებით განხორციელებას.  აღნიშნული პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და დაეხმარება საქართველოს მთავრობას 2018– 2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია. 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში,მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ქვეყანაში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics