16:25 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 12:50:20, 1634 ნახვა

სამართალი
ნიკა მელიას დამატებითი კონტროლისთვის ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ

თბილისის სააპელაციო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა.

სასამართლოს საჩივრით დაცვის და ბრალდების მხარეებმა მიმართეს. ბრალდების მხარე მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობას ითხოვდა, ხოლო ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაწესებული დამატებითი შეზღუდვების გაუქმებას. 

განხილვის შემდეგ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის საქალაქო სასაამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ანუ უცვლელად დაეტოვა. შესაბამისად მან არც ერთი მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება და მას დამატებითი კონტროლისთვის სამაჯურს დაუმაგრებენ. 

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს  მოსამართლის განჩინებით ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, მელიას ეკრძალება, როგორც პროკურორთან შეუთანხმებლად სახლიდან გადაადგილება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია. მელიას ბრალი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics