|
2015-01-23 14:45:20, 2275 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი სანაკოევი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ავუხსნათ აფხაზებს, რომ ე.წ. ხელშეკრულება დიდი შეცდომაა
აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ხელშეკრულების თემაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი სანაკოევმა რუსეთის დუმის მიერ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება შეაფასა: "რაც შეეხება ხელშეკრულების რატიფიცირებას, ის რომ ხელშეკრულების ხელმოწერა მოხდა რუსეთსა და აფხაზეთის მხარეს შორის, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ავუხსნათ აფხაზებს, რომ ეს არის დიდი შეცდომა. დღესაც პრეზიდენტმა ამაზეც განაცხადა, რომ აფხაზები იმ მიმართულებით თუ წავლენ, შეიძლება მათი ეროვნული იდენტიფიკაცია დაიკარგოს",-განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)