|
2019-07-01 12:10:55, 1594 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ National Geographic-თან თანამშრომლობით ტურისტების შემოყვანა მოხდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ამერიკული ტურისტული კომპანიის MIR Corporation -ისა და National Geographic-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების ჩამოყვანისა და მათთვის სპეციალური ტურისტული სერვისების შეთავაზებას ითვალისწინებს. „ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, ამ დღეებში, როდესაც საქართველოში ტურიზმი დადგა გამოწვევის წინაშე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, კანადა, ახალი ზელანდია და სხვა, საიდანაც ტურისტრების ნაკადების შეიძლება მეტი იყოს და პოტენციალი დიდია, სწორედ National Geographic-ის ეგიდით მოხდება მათი შემოყვანა და ჩვენ მათ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)