2019-07-01 11:49:23, 2058 ნახვა
მსოფლიო
აფეთქება ავღანეთში - დაიღუპა 10 და დაშავდა 68 ადამიანი
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 68 კი, დაშავდა, - ამის შესახებ
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება თავდაცვის სამინისტროსთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის უბანში მოხდა. თავდამსხმელებმა ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს.
თვითმხილველების განცხადებით, აფეთქების შემდეგ სროლის ხმა ისმოდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ 3 თავდამსელი შენობაში შეიჭრა და სამართალდამცველებთან შეტაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა "თალიბანმა" აიღო.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან