2019-07-01 11:02:56, 2168 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში 1.5-მეტრიანი ყინულის საფარი წარმოიქმნა - ფოტო
მექსიკაში 1.5-მეტრიანი ყინულის საფარი წარმოიქმნა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ყინულის წარმოქმნის მიზეზი ძლიერი სეტყვა გახდა. სტიქიის გამო, 200-მდე საცხოვრებელი სახლი და ათასობით ავტომობილი დაზიანდა. განსაკუთრებული ზარალა გვადალახარას მიადგა.
დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. სპეციალისტები ამ სტიქიურ ფენომენს კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ.
ამასთან, მექსიკში 30 გრადუსზე მეტი სითბო ფიქსირდება.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან