2019-06-30 11:07:55, 2186 ნახვა
მსოფლიო
ევროპაში მაღალი ტემპერატურისგან 8 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში რეკორდულად მაღალი სიცხისაგან დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, 29 ივნისის მდგომარეობით, სიცხისაგან საფრანგეთში 4, ესპანეთში 2 და იტალიაში 2 ადამიანი დაიღუპა.
საფრანგეთში ანომალიური სიცხე 24 ივნისიდან დაიწყო. ტემპერატურული რეკორდი 28 ივნისს აღინიშნა, როდესაც ვოკლიუზის დეპარტამენტის ვილვეის კომუნაში ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია.
სიცხის გამო, საფრანგეთში და იტალიაში ტყის ხანძრებია, რომელთა ჩაქრობაც ამ დრომზე ვერ ხერხდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,