01:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-29 15:41:31, 2642 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: ლიბერალიზმი მოძველდა - ლგბტ თემის უფლებების დაცვა ტრადიციების ხარჯზე არ უნდა მოხდეს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ლიბერალიზმი და ის იდეოლოგია, რომელზეც დასავლური ქვეყნების დემოკრატია დგას, უკვე მოძველდა, - ამის შესახებ კრემლის ლიდერმა Financial Time-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ლიბერალიზმა თავისი თავი ამოწურა და მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

"ლიბერალების მცდელობა სხვებს საკუთარი სურვილი მოახვიონ თავს ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანა. ანგელა მერკელის ლიბერალობამ მიგრანტებთან არსებული კრიზის მოგვარებას შეუშალა ხელი. ლიბერალური გულისხმობს იმას, რომ საერთოდ არაფერი უნდა აკეთო. მოკალი, გაქურდე, გააუპატიურე - და შენ ამისთვის არაფერი, იმიტომ რომ მიგრანტი ხარ და შენი უფლებები უნდა დაიცვან. რომელ უფლებებზეა საუბარი? დააშავე და პასუხი უნდა აგო. ამიტომ ლიბერალიზმის იდეამ თავისი თავი ამოწურა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

პრეზიდენტმა ლგბტ თემზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ლგბტქ ადამიანებს რუსეთში პრობლემები არ აქვთ. მანვე დასძინა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა ტრადიციებისა და კულტურის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

"ყველა ბედნიერი იყოს, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მილიონობით ადამიანის კულტურის, ტრადიციებისა და ტრადიციული საოჯახო ღირებულებების ხარჯზე", - აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, იაპონიის ქალაქი ოსაკაში G20-ის სამიტი მიმდინარეობს, რომელიც დღეს დასრულდა. სამიტის ფარგლებში დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან, მათ შორის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა გამართეს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics