21:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 19:44:23, 2209 ნახვა

კომენტარი
უმრავლესობამ, იმ დეპუტატებთან დაკავშირებით, რომლებმაც მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს, არ იმსჯელა

საპარლამენტო უმრავლესობას, იმ დეპუტატებთან დაკავშირებით, რომლებმაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს, არ უმსჯელია, - ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ გააკეთა.

გია ვოლსკის თქმით, ამ დეპუტატების ქმედებებთან დაკავშირებით, მათ მხოლოდ გულდაწყვეტა გამოთქვეს.

„რაც შეეხება კოლეგებთან დაკავშირებით, არ გვქონია მსჯელობა, თუმცა, ყველამ გამოხატა გულდაწყვეტა იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ვერ გაიგეს, რა გადაწყვეტილება იდგა ჩვენს წინაშე. ეგ არ არის მარტო გუნდურობის თემა, რასაკვირველია, ეს არის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ და დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, რომელიც არ იმსახურებს როგორც ხედავთ იმ ეჭვებს, რომელიც შეიძლება გამოთქმული ყოფილიყო ადრე და იქ იყო ცალკეული თემები, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მოკლე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომებს იღებს მთავრობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროვოცირებული, ეს ჩემი შეფასებაა, ეკონომიკური სერიოზული პრობლემები იქნეს გადალახული,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკის აზრით, ხსენებული დეპუტატები არასწორად მოიქცნენ, თუმცა ამის გამო მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არასერიოზულად მიიჩნევს.

„მე არ ვთვლი, რომ ჩემი კოლეგები სწორად მოიქცნენ, თუნდაც სამი ადამიანი და მე არ ვთვლი, რომ ეს ის პერიოდია, ჩვენ ამ სერიოზულ ვითარებაში ვიმსჯელოთ ვინმეს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით“, - ამბობს ვოლსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics