2015-01-23 14:33:35, 663 ნახვა
მსოფლიო
დუმამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
რუსეთის დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასთან სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირებას რუსეთის სათათბიროში ხელი 441 დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან