21:34 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 17:14:20, 1468 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი - ლარის გაუფასურება არასტაბილურიობის ანარეკლია... ვიცი ეს რა ძვირი ჯდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენები საქართველოს ეკონომიკაზე მწვავედ ისახება და ლარის გაუფასურება სწორედ ამის დამსახურებაა.

მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ მართალია დაანონსებული ემბარგოსა და ტურისტული ნაკადის აკძალვას ეკონომიკისთვის ჯერ მნიშვნელოვანი დარტყმა არ მიუყენებია, თუმცა ამის მოლოდინი არსებობს.

„მე არ მჩვევია პათოსური გამოსვლები, მაგრამ არა მარტო პასუხისმგებლობას ვგრძნობ, არამედ ძალიან მაგრად მტკივა ეს ამბები, რადგან ზუსტად ვიცი, არასტაბილურობის ასეთი ხარისხი რა ძვირი ჯდება. მე კარგად ვიცი ყოველი ლარის ფასი, იქნება ეს ტურიზმიდან თუ ექსპორტიდან. გულწრფელად ვიტყვი - ძალიან მენანება ის, რომ ჩვენ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები გაგვიჩნდეს ამდაგვარი მოვლენებით. ჩვენ შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით მატერიალიზებული არაფერი არ არის, მათ შორის არც ემბარგო. ტურისტული ნაკადების შემცირება მინიმალურია, თუმცა მოლოდინები მძიმეა. იმედი მაქვს რომ ეს მოლოდინები არ რეალიზდება სრული მასშტაბით. დღეს ლართან მიმართებაში რაც ხდება, სწორედ ამ მოლოდინების ანარეკლია. ერთმნიშვნელოვნად. მე იმედს ვიტოვებ რადიკალიზმი და ეს ისტერია დაიწევს და ნორმალურ რეჟიმში გადავალთ, მითუმეტეს ამის მოლოდინები არსებობს, იქნება ეს პროპორციული არჩევნების ინიციატივა თუ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში. ეს არის იმის გარანტია, რომ შემდეგი არჩევნები იქნება გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი პოლიტიკური ძალების მიმართ, შესაბამისად არანაირი საფუძველი იმისა, რომ დესტაბილიზაციის ეს ხარისხი იყოს ქვეყანაში, არ არსებობს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics