|
2019-06-28 15:52:04, 1401 ნახვა
კომენტარი
გახარიას განცხადებით, რამდენიმე სამართალდამცველის პასუხისმგებლობის საკითხს იძიებს პროკურატურა
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეხვედრა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენიმე სამართალდამცველის პასუხისმგებლობის საკითხს, იძიებს გენერალური პროკურატურა. „უნდა ველოდოთ პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნებას. უნდა ველოდოთ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, იქ სადაც იქნება შემადგენლობა, მოქმედება, რომელიც გადადის კონკრეტულ ქმედებაში. თუ ასეთი დაფიქსირდება. ამ კონკრეტული შემთხვევის ქმედება იქნება. უნდა ველოდოთ კონკრეტულ ეპიზოდებს, კონკრეტული ადამიანების, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლებიც მოწოდებას კი არა, უკვე კონკრეტულ ქმედებას ახორციელებდნენ და იერიში მიჰქონდათ ფიზიკური. ისევე, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილი აქეთ მხარეს ჩემი ამოცანა არ არის, ამომრჩევლის ამოცანაა, რომელსა პასუხს ამას გასცემს. მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რაც უფრო მაღალი იქნება რადიკალიზაციის ხარისხი მით უფრო მწვავე, მძაფრი და მწარე იქნება ამომრჩევლის პასუხი. რაც ჩვენ რეგიონალურ არჩევნებში უკვე ვნახეთ. ახლა მეორე მხარე - რამდენიმე სამართალდამცველის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელსაც იძიებს პროკურატურა. რომელ გამოძიებაშიც ჩვენ ვთქვით, პროკურატურამ თქვა და ჩართულია სახალხო დამცველი ღიაა ამ გამოძიების კარი და ეს იქნება აბსოლუტურად ტრანსპარენტული. ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თუ ამ დაცვის დროს ჩვენ სისტემურად დავარღვიეთ კანონი ჩვენ ამაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ვაგოთ და არავინ ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის“.- განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)