21:34 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 14:17:40, 1605 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: გახარიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემგან და საზოგადოებისგან ეკუთვნის მადლობა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და მთელ სამინისტროს "პირადად მისგან და მთელი საზოგადოებისგან" მადლობა ეკუთვნის.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანას დიდი საფრთხე აარიდა.

ბახტაძის თქმით, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. 

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ორივე შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და ორი    ვე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათამკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში. ჩვენ დრემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამედ.

ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვინაიდან ეს იყო მათი მოვალეობა, რომ მაშინ აღეკვეთათ ეს უმძიმესი სცენარი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს არის სხვა მდგომარეობა - ჩვენ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო და აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და ეს უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნის მადლობა და მხარდაჭერა.

ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველო შედგეს როგორც წარმატებული, ევროპული სახელმწიფო. ჩვენ ვაკეთებთ ამისთვის ყველაფერს, მაგრამ ამავდროულად თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენი უახლესი ისტორია, თუ როგორ სარგებლობდა ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი", - განაცხადა ბახტაძემ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics