|
2019-06-28 12:39:42, 3204 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ნიკა მელიასთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას გაასაჩივრებს
გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლე თემურ გოგოციამ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას პასპორტიც ჩამოართვეს. ბრალდების მხარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 10 000-ლარიან გირაოს. გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას შუამდგომლობა ალტერნატივის სახით სხვა შეზღუდვების დაწესებაზეც ჰქონდა დაყენებული, მათ შორის აუცილებლობის შემთხვევაში, პასპორტის ჩამორთმევაზეც. ნიკა მელიას ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)