|
2019-06-27 21:26:08, 1692 ნახვა
კომენტარი
გახარია - თქვენ რაღაც ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზოგი ეძახით დათვის - გამოძიება ყველაფერს სახელს დაარქმევს
„თქვენ რაღაც ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზოგი ეძახით დათვის. გამოძიება იტყვის რას რა სახელი უნდა დაერქვას“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორ გახარიამ აღნიშნა, რსებობს პროტოკოლი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და თუ ვინმემ დაარღვია და ამის დამადასტურებელი ფაქტები, რა თქმა უნდა, დასჯილი იქნება. „რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც რა თქმა უნდა არის გამოსაძიებელი, რომ ასეთი ქვეყნის ისტორიაში აღარ განმეორდეს. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შეიძლება მომავალშიც გახდეს დასაცავი. შეიძლება სხვა მასობრივი ღონისძიება იყოს, სადაც მსგავსი ექსცესები შეიძლება მოხდეს. ამიტომ ჩვენ დეტალურად ვსწალობთ საერთაშორისო კოლეგებთან ერთად, რომელთა ჩართულობაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ რაღაც ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზოგი ეძახით დათვის. გამოძიება იტყვის რას რა სახელი უნდა დაერქვას. თუმცა ის რეგლამენტები, რომელიც არსებობს ამ რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში, შესაძლებელია, რომ იყოს გადახედული. რაღაც ნაწილი შეიძლება ამოვიღოთ, ან შეიძლება სხვანაირი პროტოკოლები გავაკეთოთ, რომელიც უფრო გაითვალისწინებს საერთაშორისო ნორმებს, თუმცა აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის შემთხვევები, როდესაც ხდებოდა დამიზნებით, ან ახლო მანძილიდან, არის გამოსაძიებელი და ამას არანაირი კავშირი არ აქვს პროცედურულ თემებთან, რომელიც იქნება გასაუმჯობესებელი. არსებობს პროტოკოლი, რომელიც შეესაბამება სააერთაშორისო ნორმებს და თუ ვინმემ ეს დაარღვია და გვაქვს დამადასტურებელი ფაქტები, რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს დასჯილი, რასაც ჩვენ ეხლა გავაკეთებთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი ტყვია, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებით მსგავს ღონისძიებებში გამოყენების ნორმებს, რა თქმა უნდა გამოყენებული არ ყოფილა, თუმცა რამდენად შეესაბამებოდა მათი გამოყენება იმ პროტოკოლს, რომელიც აძლევს შესაბამის პირს გამოყენების უფლებას, აქ შეიძლება კითხვის ნიშნები იყოს და ეს კონკრეტული შემთხვევები შესასწავლი“, - განმარტა შს მინისტრმა.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)