|
2019-06-27 20:31:37, 1680 ნახვა
კომენტარი
გახარია - დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ბულინგის სახით, სახალხო სასამართლოს უწყობს
"დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე, ცდილობს, ბულინგის სახით მოუწყოს რაღაც სახალხო სასამართლო" , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა. გახარიას თქმით, 20-21 ივნისის ღამეს პოლიციამ ლეგიტიმური უფლება გამოიყენა ძალა გამოეყენებინა. მისივე თქმით, არსებობს გარკვეული კითხვები, ზოგიერთ ეპიზოდთან დაკავშირებით და გამოძიება უკვე მიმდინარეობს. "მე ვთვლი, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს, გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა. პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვები გარკვეულ ეპიზოდებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე არის დეტალურად გამოსაძიებელი. აბსოლუტურად ვყოფ პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაწილს. სამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია და ამას ვიძიებთ აბსოლუტურად ღიად, ამაში მზად ვართ ჩაერთოს ყველა დაინტერესებული მხარე. სანამ არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს, მე ვარ აქ და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე, ცდილობს, ბულინგის სახით მოუწყოს რაღაც სახალხო სასამართლო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს არის ის შემთხვევა, რომელიც საზოგადოების ყველა მხარესთან ერთად უნდა დავჯდეთ და დეტალურად განვიხილოთ, არ დაგავიწყდეთ ერთი რამ, ჩვენ თუ გვინდა, ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, დაუშვებელია ფიზიკური ძალადობით შტურმის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. მგონი ამაზე უნდა შევთანხმდეთ ყველა და ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ დაუშვებელია იმ ადამიანებზე ბულინგი და თავდასხმა, რომლებიც ცდილობენ ეს ინსტიტუტები, სახელმწიფო და კონსტიტუცია დაიცვას. თითოეული ღირსეული პოლიციელი, ვინც კეთლინსინდისიერად შეასრულა იმ მძიმე ღამეს თავისი ფუნქცია, ის ასრულებდა არა მხოლოდ თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ის თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ასეთი ხალხი იქ იყო რამოდენიმე ასეული და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, რატომ არ გინდათ რომ დავიწყოთ საერთო მიზეზებით, რა მოხდა და როგორ. მე გეუბნებით, ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური გამოყენება ძალის, ეს ადამიანები იყვნენ იძულებული, გამოეყენებინათ სპეციალური აღჭურვილობა. ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა, მაგრამ ის ნაწილი, როდესაც პროპორციულობაზე ვსაუბრობთ და ჩვენ მართლა გვაქვს დაფიქსირებული რამოდენიმე მძიმე შემთხვევა და ვამბობთ, რომ მზად ვართ ამ შემთხვევაზე გვქონდეს სწორი, გამჭვირვალე რეაგირება, იმისთვის რომ ხვალ და ზეგ მსგავსი აღარ განმეორდეს, როდესაც ადამიანებს, რომლებიც კიდევ ვალდებული არიან წლების განმავლობაში პასუხი აგონ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მათ სიცოცხლეზე, და როდესაც ვამბობთ, რომ თუ ვიღაცამ რაღაც დააშავა, ამაზე ვიმსჯელოთ, არის შემადგენლობა? ადამიანები უნდა იყვნენ დასჯილი მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც პასუხს აგებენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, უნდა გახდნენ სამართლის პროცედურების გარეშე ვიღაცის განსჯის საგანი", - განაცხადა გახარიამ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)