23:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 20:02:58, 1532 ნახვა

კომენტარი
პრემიერი ლარის კურსზე: ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნეგატიური ფონი შექმნა ჩვენს ეკონომიკაში - ეს ყველაფერი დამშვიდდება

"სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოველენებმა, ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა ეკონომიკაზე, ეს არის ფაქტი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ამასთან, როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ვეყანა არის სტაბილური განვითარების კალაპოტში და ეროვნული ვალუტის დასტაბილურება მოხდება. 

"ამასთან ერთად, ბუნებრივია ნეგატიურ მოლოდინებზე მნიშნელოვნად აისახა ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება პირდაპირი ფრენების აკრძალვას და ტურისტების რაოდენობას რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, მაგრამ ამავე დროს, ეს კიდევ აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ისეთ საკითხებთან, რომელიც არის მოკლევადიანი და დროებითი. ეს ყველაფერი დამშვიდდება, ქვეყანა არის სტაბილური განვითარების კალაპოტში და ამავე დროს, თითოეული ფუნდამენტური ფაქტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკის მდგრადობას, არის საკმაოდ კარგ ნიშნულზე. შესაბამისად, ჩემი დასკვნა ასეთია, სამწუხაროდ ამ პროცესებმა ნეგატიური დისონანსი შეიტანა ეკონომიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ამავე დროს, მაკროეკონომიკურ ფაქტორები არის საკმაოდ ჯანსაღი და შესაბამისად, ჩვენ რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ თვალსაზრისით არ ველოდებით. რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც შეგვექმნა ამ მოკლევადიან პერიოდში. ამავე დროს, უფრო ეფექტურად უნდა დავნერგოთ სამთავრობო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ საქართველო იყოს ნაკლებად მოწყვლადი. ჩვენ რეალობას ვუსწორებთ თვალს და ვეთანხმებით, რომ ბოლოდროინდელ მოვლენებმა ნეგატიური ფონი შექმნა ჩვენს ეკონომიკაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძე. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics