|
2019-06-27 11:35:50, 1884 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: გაზის მოხმარების უსაფრთხოებისთვის მთელი რიგი რეგულაციები სავალდებულო ხასიათს შეიძენს
„იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის გაზის მოხმარება იყოს უსაფრთხო, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ექსპერტიზას გადის სხვადასხვა უწყებებში და მალე წარედგინება პარლამენტს", - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანოს "ენერგოაუდიტი და დიაგნოსტიკა"-ს აკრედიტიაციის მინიჭების ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნული ცენტრი გაზგამანაწილებებელი კომპანიების სპეციალისტების მომზადება-გადამზადებას განახორციელებს და შესაბამის სერტიფიკატებსაც გასცემს ნათია თურნავას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამკაცრდება პასუხისმგებლობები, შემუშავდება ახალი სტანდარტები და გარკვეულწილად სავალდებულო ხასიათსაც შეიძენს მთელი რიგი რეგულაციები. „მეორე მიმართულება, რაზეც ვიმუშავეთ, ეს არის ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება ამ დარგში. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ერთობლივი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი აკრედიტაციის ცენტრი მუშაობდა აქტიურად ტექნიკურ უნივერსიტეტთან, კონკრეტულ ფაკულტეტებთან და გვიხარია, რომ დღეს შეგვიძლია მივანიჭოთ აკრედიტაციის მოწმობა აქ არსებულ ცენტრს, რომელიც შემდგომში შეძლებს, რომ გადაამზადოს კვალიფიციური კადრები, რომლებზეც დიდი მოთხოვნა არსებობს გაზგამანაწილებელი კომპანიებისგან. სერტიფიკაცია ჩვენთვის დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია იქნება”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)