|
2019-06-26 20:34:00, 1565 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე: კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არავის აქვს უფლება განახორციელოს კანონდარღვევა
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ნიკა მელიასათვის მანდატის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, იურიდიული კომიტეტის დასკვნა წარადგინა. როგორც მან აღნიშა, კომიტეტი რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის წინადადება მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საფუძვლიანი იყო. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, მომართა პარლამენტს, რომ ჩვენ შევისწავლოთ წინადადება, რომელიც შეეხება სასამართლოსთვის, პარლამენტის წევრის ბატონი ნიკანორ მელიას მიმართ შუამდგომლობის დაყენებაზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული წინადადების საფუძვლიანობა, თუ რამდენად კანონმდებლობის დაცვით იყო წარმოდგენილი აღნიშნული წინადადება, არსებობდა თუ არა დადგენილება პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ და იყო თუ არა დაცული ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც გათვალისწინებულია როგორც კონსტიტუციით, ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. კოლეგებო, ჩვენ პირველად განვიხილეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად, საკითხი პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების, იმუნიტეტის შეჩერებასთან და შეზღუდვასთან დაკავშირებით და აქამდე ამ საკითხს იხილავდა მხოლოდ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ აღნიშნულ საკითხს, ამაზე მეტყველებს ის დეტალური შეკითხვები, რომელიც ჩვენ მოვითხოვთ სახელმწიფო ბრალდებისგან, რათა ჩვენ მივსულიყავით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გვაქვს თუ არა ჩვენ საკმარისი გარემოებები, მივცეთ ნებართვა გენერალურ პროკურორს იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, პარლამენტის წევრის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში, მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის მაქსიმალური პროვოცირებისა, რომ სიტუაცია დაძაბულიყო, მომხდარიყო ხელჩართული ბრძოლა და მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება, ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობა ვაჩვენეთ, კანონის სრული დაცვით განვიხილეთ საკითხი, შევისწავლეთ საფუძვლიანად იმ ფარგლებში, რასაც ჩვენ კანონმდებლობა გვაძლევს. ჩვენ არ გვაქვს იმის ლეგიტიმაცია მოვახდინოთ მტკიცებულებათა გამოკვლევა, ჩვენ არ ვართ საგამოძიებო კომისია, თუმცა ამასთანავე ჩვენ გვაქვს ვალდებულება კანონის სრული დაცვით შევამოწმოთ ის საფუძვლები, ქონდა თუ არა გენერალურ პროკურორს მომართვის უფლებამოსილება. ვაცნობიერებთ რა, ჩვენს მაღალ პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებთ რა, რომ რა თქმა უნდა, ადამიანურად ეს არ არის მარტივი საკითხი და ვაცნობიერებთ იმას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არავის აქვს უფლება განახორციელოს კანონდარღვევა. ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას სრულად. ჩვენ არ შევდივართ განხილვაში, უნდა იქნეს თუ არა კონკრეტული პირის მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა, მაგრამ ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრებს, გვავალდებულებს კანონმდებლობა, გვავალდებულებს კონსტიტუცია და რეგლამენტი, შესწავლის შედეგად მივიღოთ გადაწყვეტილება. ამას მოითხოვს სამართლიანობა და კანონი. ჩვენ დავსვით დეტალური კითხვები ყველა საკითხთან დაკავშირებით და მოვითხოვეთ სახელმწიფო ბრალდებისგან პასუხი, არსებობს თუ არა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გენერალურმა პროკურორმა მიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ მივიღე პასუხად, რომ არსებობს არა მხოლოდ კადრები კონკრეტული პირის შესაძლო დანაშაულის ჩადებასთან დაკავშირებით, არამედ არსებობს ასევე, ჩვენებები და გარდა იმ კადრებისა, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ, გენერალური პროკურორის ინფორმაციით და წარდგენილი მოხსენებით, არსებობს ასევე, სხვა ჩვენებები და საექსპერტო დასკვნები. გარდა ამისა, ჩვენ ვიმსჯელეთ და მოვითხოვეთ პასუხები, თუ რამდენად საჭირო იყო, პატიმრობის გამოყენება აღკვეთი ღონისძიების სახით. იმ გარემოებების საფუძველზე, რომელის პროკურორმა წარმოადგინა, სრულ შესაბამისობაშია ეს გარემოებები, როგორც ეროვნულ, ასევე სტრასბურგის პრაქტიკასთან, მოხდეს მსჯელობა კონკრეტული პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შესახებ პატიმრობის გამოყენებაზე. კიდევ ერთხელ, ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა ამასთანავე ჩვენი ვალდებულებაა ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის წინადადება არის საფუძვლიანი და ჩვენ დავუჭირეთ მხარი იმას, რომ პროკურორს აქვს უფლებამოსილება მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შესახებ. ჩვენ არც ერთ განცხადებაში არ ვაცხადებთ, თუ რა უნდა განახორციელოს სასამართლომ, ეს არის სასამართლოს ლეგიტიმაცია და ჩვენ ამ შეფასებაში არ შევდივართ. ჩვენ ვერ შევალთ სასამართლოს შეფასებაში, ჩვენ ვერ გამოვიკვლევთ დეტალურად მტკიცებულებებს, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებით, რამდენიმე საათიანი განხილვის შედეგად მივიჩნიეთ დასაბუთებულად, რომ პროკურორმა იშუამდგომლოს სასამართლოში, რათა არ შეფერხდეს სამართალწარმოება პარლამენტის წევრის მიმართ. პარლამენტის წევრობა, არ არის ის პოზიცია, ისევე როგორც არცერთი პირის პოზიცია ამ ქვეყანაში, რომელმაც შეიძლება გაამართლოს შესაძლო დანაშაულის ჩადენა. ჩვენ მოვისმინთ გენერალური პროკურორის წარმომადგენლის პოზიცია, ახლა საკითხი უნდა გადაწყვიტოს პლენარულმა სხდომამ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)