|
2019-06-26 20:01:46, 1856 ნახვა
კომენტარი
მელია უმრავლესობაზე: თვალს ვერ მისწორებდნენ, მათ გადაწყვეტილება თავიანთი ნების წინააღმდეგ მიიღეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მისთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ დეპუტატების უმრავლესობას მისი მანდატის გაუქმებისთვის მხარის დაჭერა არ სურდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. „ხმის ამოღებასაც არ ვაპირებდი, რომ არა აუცილებლობა და მე მგონი ჩემს ძალიან მოკლე სათქმელში ვთქვი ის, რასაც ვგრძნობდი და რაც ხდებოდა. მე ახლა დავრწმუნდი, რომ ამ ხალხს, ამ 91 ადამიანს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ უნდა დავისხნათ ტყვეობიდან. ისინი ნამდვილად ტყვეობაში არიან, იმიტომ რომ გულწრფელად ვიგრძენი, რომ არ არიან მზად იმ ადამიანს თვალი გაუსწორონ, ვის წინააღმდეგაც ღილაკს მიაჭირეს ხელი. მათ დიდ ნაწილს ამის სურვილი არ ჰქონდათ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, მათ იმოქმედეს საკუთარი ნების წინააღმდეგ. ეს არის უბედურება ამ ქვეყნის, ყველასი, ნებისმიერი პარტიის, ნებისმიერი პროფესიის ადამიანის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პოლიტიკურ კლასს შველა ჭირდება, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას ვგულისხმობ. ჩვენ ყველანი უნდა დავიძრათ და ტყვეობიდან უნდა დავისხნათ ეს ადამიანები. რამდენჯერაც უკან გავიხედე, თვალი თვალს ვერ გამისწორეს და მეუხერხულებოდა უკვე უკან გამოხედვა და ტელეფონში თავჩარგულმა გავატარე ის საათნახევარი. მძიმე ატმოსფერო და აურა იყო და თავადაც მიხვდნენ ისინი ჩემზე კარგად“, - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს. პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს (სსკ-ის 225-ე მუხლი). გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მას შესაძლოა დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)