23:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 18:58:21, 1942 ნახვა

კომენტარი
ზოიძე მელიას: ნუ გვაცოდებთ თავს, თქვენ დაგვიჭერდით, დაგვხვრიტავდით და გვაწამებდით

"ჩემთვის პირადად ბატონი ნიკას, როგორც კოლეგის პატივისცემა დამთავრდა იმ წუთას როდესაც მან ხელის ერთი გაქნებით წაიყვანა შეიარაღებულ სპეცრაზმზე ახალგაზრდები", - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. 

როგორც ზოიძემ აღნიშნა, ნიკა მელიამ მომხდარზე თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. 

"ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ დრეს. ჩემთვის ეს მძიმე გადაწყვეტილება არის პირველ რიგში იმის გამო, რომ ასეთი გადაწყვეტილება აზიანებს პარლამენტარიზმის გავითარებას ამ ქვეყანაში და იმ სტანდარტებს, რომელიც პარლამენტის დამოუკიდებლობას უნდა ეხებოდეს. ყველა უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორი, მიუხედავად მისი სტატუსისა. ჩემთვის პირადად ბატონი ნიკას, როგორც კოლეგის პატივისცემა დამთავრდა იმ წუთას როდესაც მან ხელის ერთი გაქნებით წაიყვანა შეიარაღებულ სპეცრაზმზე ის ახალგაზრდები, რომლებიც ალალად მოვიდნენ აქ და მშვიდობიან დემონსტრაციას ატარებდნენ. კარგად იცოდა რა შედეგები შეიძლება მოყოლოდა მაგ ყველაფერს. კარგად იცოდა მისი განათლების მქონე ადამიანმა, უშიშროების აკადემიაში რასაც ასწავლიან. მაგრამ ძალაუფლების დაუოკებელი ჟინით, შეპყრობილი მისი პატრონი, რომელიც იქიდან ბრძანებებს იძლეოდა და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის წარმოადგენს არაფერი წინ არ დაგიდგებათ, არც გვამები, არც დასახიჩრებული ადამიანები. ამიტომაც, ბატონო ნიკა, მე ფართოდ გახელილი თვალებით გაგისწორებთ მზერას, მაგრამ მზერას ვერ გავუსწორე მაიკო გომურს, იმიტომ, რომ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვრგძნობ პასუხისმგებლობას, რომელ პირველ რიგში აქ იჯდა გავრილოვი, რომ თქვენ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებით ვერ ამოგაშორეთ, და ის რომ ჩვენ ის მივიღეთ რაც დღეს მივიღეთ. მთელი ცხოვრება გამყვება ეს დანაშაული. ძალიან გთხოვთ, ნუ გვაცოდებთ თავს. თქვენ დაგვიჭერდით, დაგვხვრიტავდით და გვაწამებდით. ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის აღება უნდა ვისწავლოთ. 9 წელი აწამებდით ქვეყანას და თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ ერთი ბოდიში არ მოიხადა. პასუხი უნდა აგოთ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics