23:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 11:55:04, 1727 ნახვა

სამართალი
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს

რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ  განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის  პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის  21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა - პატიმრობის ვადა  51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე,  51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში. 

სულ აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა 305 პირი დააკავეს. ნაწილს 12-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 

ყველა დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებით, აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამ ეტაპზე აქციის მონაწილეები, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics