|
2015-07-03 10:34:59, 3938 ნახვა
Lifestyle
თინა ხიდაშელი: Fb-ზე ჩამოვიქროლე,ბევრი დამცინავი პოსტი ვნახე გამოცდებზე, შვილებზე, დედებზე და მშობლებზე
“Fb-ზე ჩამოვიქროლე, ძალიან ძალიან ბევრი დამცინავი პოსტი ვნახე გამოცდებზე, შვილებზე შიგნით და მშობლებზე გარეთ”,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. “Fb-ზე ჩამოვიქროლე. ძალიან ძალიან ბევრი დამცინავი პოსტი ვნახე გამოცდებზე, შვილებზე შიგნით და მშობლებზე გარეთ. ეს არა გვჭირს, ვერ ვხვდები, ასე ძალიან რატო გვახალისებს ადამიანის დაცინვა, ქილიკი, ჩქოლვა. იქნებ მივცეთ ერთმანეთს იმის უფლება ემოცია ისე გამოვხატოთ, დარდი ისე დავძლიოთ, სასიხარულო ისე ვიზეიმოთ რომ სრულიად ქვეყანამ ქოქოლა არ მივაყოლოთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა მაშინვე ის გამახსენდა მე რომ გამოცდას ვაბარებდი. მახსოვს ავუკრძალე ჩემს მშობლებს იქ მოსვლა, მეგონა იმის განცდა რომ ისინი გარეთ იდგებოდნენ, ინერვიულებდნენ და სიცხისა თუ ემოციისაგან გულწასულები დამხვდებოდნენ მე შიგნით ბოლოს მომიღებდა და მხოლოდ ამაზე ვიფიქრებდი, ამიტომ ვთხოვე არ მოსულიყვნენ. მაგრამ ბევრი ჩემი მეგობრის დედა იქ გარეთ იდგა, იმიტომ რომ მათ ეს ამხნევბდათ და აძლიერებდათ და თუ რამე ისე არ წავიდოდა შიგნით, იცოდნენ რომ გარეთ გამოსული საკუთარ ემოციას თავშესაფარს უცებ უპოვნიდნენ, დედას ჩაეხუტებოდნენ და დარდს მოერეოდნენ. მგონია, ეს ამბები გვაქცევს ადამიანად. დაცინვა და ქილიკი კი სრულიად უადგილოა რაჩემისაქმეამაგრამთავივერშევიკავესმაილიკი”,-წერს ხიდაშელი.
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)