|
2019-06-25 15:24:09, 1664 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ვმუშაობთ ტურიზმში არსებული გამოწვევების განეიტრალების და შერბილების ღონისძიებებზე
„ამ ეტაზე ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და აქედან გამომდინარე, არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთნ გვაქვს საქმე, კვლავაც ვფიქრობთ, რომ მოკლევადიან რყევაზეა საუბარი", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „რაც შეეხება ტურიზმში არსებულ ვითარებას, ეს ჯერ კიდევ ახალი გამოწვევაა და ვერ აისახებოდა ლარის კურსზე. ვფიქრობთ, ამას არ მივიყვანთ იქამდე, რომ ეს გამოწვევა სერიოზულ პრობლემას შექმნიდეს. აქტიურად ვმუშაობთ მისი განეიტრალების და შერბილების ღონისძიებებზე" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლება, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტრო, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესს ზარალი შეურბილდეს და სამოქმედო გეგმა ზუსტად პასუხობდეს მათ მოთხოვნებს. „ბიზნესის მოთხოვნაა, რომ ტურისტული ბაზრების გაფართოებასთან ერთად შევინარჩუნოთ რუსეთის ტურისტული ბაზარიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ და ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ იმის სათქმელად, რომ საქართველო არის და იქნება უსაფრთხო ტურიზმისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)