2019-06-25 15:10:01, 3284 ნახვა
მსოფლიო
რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეჩერებული ხმის მიცემის უფლება აღუდგინეს
რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეჩერებული ხმის მიცემის უფლება აღუდგინეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის ასამბლეაში დაბრუნებას 118-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 62 იყო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეუჩერდა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან