|
2019-06-25 14:43:24, 1283 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - მოვისმენ ბიზნესისგან კონკრეტულ პრობლემებს და ვიმუშავებთ, როგორ ავაწყოთ ერთად ეფექტური გეგმა
„ყველა ტრიბუნას გამოვიყენებ იმის სათქმელად, რომ საქართველო კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე, გახსნილ, უსაფრთხო ქვეყნად, სადაც ერთნაირი სიხარულით ელიან ევროპელ, კორეელ, უკრაინელ თუ რუს ტურისტს. თქვენ, აჭარლებმა, თქვენი შრომით მოიტანეთ ის, რომ ეს რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტული ადგილი, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა არსებული შოკი შეგიმსუბუქოთ. ვამუშავებთ გეგმას, რომელიც სწორედ თქვენზე იქნება მორგებული", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ქობულეთში შეკრებილ მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელებს განუცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აჭარაში იმყოფება, სადაც ამ წუთებში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებიან. როგორც ნათია თურნავამ ადგილობრივებთან საუბარში აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმ იმიჯის განმტკიცება, რაც გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის რუსულ ბაზარზეც, რომ ვართ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. „ხელისუფლება, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გვერდში დაგიდგეთ იმ მცირე მეწარმეებს, ვისაც ნეგატიურად შეეხო ეს კონკრეტული კრიზისი. დღეს ვიმყოფები აჭარაში, რადგან სეზონი უკვე დაწყებულია და ყველაზე მეტი თანადგომა გჭირდებათ, თუმცა, არანაკლები გამოწვევებია, მაგალითად, კახეთში, სვანეთში, ამიტომ გავაგრძელებ აქტიურ შეხვედრებს, მოვისმენ ბიზნესისგან კონკრეტულ პრობლემებს და ვიმუშავებთ, თუ როგორ ავაწყოთ ერთად ყველაზე უფრო ეფექტური, მორგებული გეგმა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, უკვე დაგეგმილია მისი შეხვედრა ბანკებთან და სხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან.
(NS)
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)