|
2019-06-25 13:59:36, 1331 ნახვა
კომენტარი
კილაძე ენმ-ზე: მათ დაგეგმეს სახელმწიფო გადატრიალება და მერე თვითონ გაიპარნენ შარშანდელი თოვლივით!
უმრავლესობის დეპუტატმა, სოფო კილაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მან იმ პირების დასჯა მოითხოვა, ვინც 20 ივნისს თავის უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა. „ჩვენ, რამდენიმე დღის წინ ძალიან სამწუხარო მოვლენების მომსწრე გავხდით. სამწუხაროდ გვყავს დაშავებული ადამიანები. ადამიანები, ვინც თვალი დაკარგა და ამას ყველაფერს სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ბუნებრივია, უმკაცრესად ვითხოვთ, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის ადამიანი, ვინც გადაამეტა კანონით მასზე მინიჭებულ უფლებამოსილებას და ჩაიდინა დანაშაული. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი, ვინც ასეთი საშინელება ჩაიდინა და ეს არის ჩვენი მოვალეობა. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ დავემსგავსებით „ნაციონალურ მოძრაობას“. მაგრამ, ეს რა თქმა უნდა არ მოხდება, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ვალდებულება გვაქვს ქვეყანა განვავითაროთ დემოკრატიული გზით. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ ყველა იმ პოლიციელს, რომელიც იქ იდგა იმ საშინელ დღეს და იცავდა ადამიანის უფლებებს. არ ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, ვინც წყალს აწოდებდა ადამიანებს. არ ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, რომლებმაც მართლა გმირულად აიტანეს დამცირება, ცემა, ვაი-უშველებელი სწორედ ამ პროვოკაციული მოძრაობის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არამედ ვგულისხმობ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამა ადამიანებზე, ასევე, მათი ჯანდაცვის კუთხით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობა იყოს სტაბილური, მათი ჯანმრთელობა აღდგეს და როგორც დღეს, ასევე მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის, ფინანსური ვალდებულებების შესრულების კუთხით, რომ ეს ადამიანები იყვნენ ჯანმრთელად. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი სირცხვილი, როდესაც ვნახეთ გავრილოვი ბატონი ირაკლი კობახიძის სავარძელში. ჩვენ მეყსეულად მოვახდინეთ ამაზე რეაგირება და გადავიხადეთ პოლიტიკური ფასი. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მივმართო აუცილებლად - რას უპასუხებენ საზოგადოებას იმაზე, რომ მათ მოახდინეს პროვოკაციები, მათ დაგეგმეს სახელმწიფო გადატრიალება და ისინი აქეზებდნენ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჰქონდათ გულწრფელი პროტესტი, აქეზებდნენ ამ ადამიანებს, რომე მიეტანათ შტურმი სახელმწიფო ორგანოზე, პარლამენტზე. მერე თვითონ გაიპარნენ შარშანდელი თოვლივით. ამაზე რას უპასუხებთ, მართლა მაინტერესებს. ისევე, როგორც მოვითხოვ დამნაშავე პოლიციელების დასჯას, მოვითხოვ ასევე იმ ადამიანების დასჯასაც, ვინც ატარებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ წააქეზეს ადამიანები და ვითხოვ იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, ვინც ცდილობდა მიეტანა შტურმი პარლამენტზე, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით. ეს ჩვენ თუ არ გავაკეთეთ, ყველაფერს თავისი სახელი თუ არ დავარქვით, დიდი ხანი კიდევ ეს ქვეყანა იქნება ვაი-უშველებელში. აბსოლუტურად ყველა ადამიანმა, ვინც ჩაიდინა დანაშაული უნდა აგოს პასუხი და ეს არის ჩვენი სამართალდამცველების ვალდებულება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)