|
2015-07-03 09:53:56, 411 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება აშშ-სა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილებას მიესალმება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატებისა და კუბის რესპუბლიკის მთავრობების გადაწყვეტილებას, უახლოეს მომავალში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და ორივე ქვეყნის დედაქალაქში საელჩოების გახსნის თაობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს სჯერა, რომ აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს არა მარტო თანამშრომლობის ყველა სფეროში აშშ-კუბის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არამედ პოზიტიურად აისახება როგორც რეგიონულ ისე გლობალურ სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე. "საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფოებს შორის დიდი ხნის განმავლობაში მოუგვარებელი საკითხების გადაწყვეტას კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების გზით - საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების პატივისცემით, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)