|
2015-07-02 18:49:27, 437 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე კვიტაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, მან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. უკრაინული მედიის ცნობით, კვიტაშვილმა გადადგომის მთავარ მიზეზად, მის მიერ უკრაინული სამკურნალო მედიკამენტების გაყიდვის სისტემაში განხორციელებული ცვლილებები დაასახელა. „მე უკრაინაში რეფორმის გასატარებლად ჩამოვედი და ჩვენ შევცვალეთ სამკურნალო მედიკამენტების გაყიდვის სისტემა. ძალიან ბევრ ადამიანს არ მოსწონს, რომ ამის გამო ფულს ჰკარგავს და იმ ადამიანების უმრავლესობამ, რომლებიც ჩვენ გვაკრიტიკებენ, დამატებითი შემოსავლის წყარო დაკარგეს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ უკანასკნელი ბრძოლისთვის.“ - განაცხადა კვიტაშვილმა პრესკონფერენციაზე. კვიტაშვილის თქმით, ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი რეფორმების განხორციელების წინააღმდეგია, რადგან ეს მათ შემოსავლებზე ცუდად იმოქმედებს: „მათ სურთ, რომ ყველაფერი ისევ ისე იყოს, როგორც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში. ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა შექმნილი, საავადმყოფოებში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა“. - აღნიშნა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)