|
2019-06-22 20:39:39, 3160 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს რუსი ჟურნალისტების და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს უზრუნველყოს, ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსი ჟურნალისტების და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, - ამის შესახებ განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „დღეს, თბილისში აგრესიულად განწყობილი რადიკალური ელემენტების მხრიდან, ტელეკომპანია „Россия 24“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის მცდელობა იყო. მანამდე, მასობრივი არეულობის დროს, საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი როგორც რუსი ჟურნალისტების, ისე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება. საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და პირველ რიგში, ეუთო-ს წარმომადგენლისგან ჰარლემ დეზირისგან შესაბამის რეაგირებას ველოდებით. ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)