|
2019-06-21 14:50:56, 1627 ნახვა
მსოფლიო
„რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი“ - რუსთაველზე განვითარებული მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც BBC წერს, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოჩენა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.
შეტაკებების შესახებ Reuters-იც წერს. "რუსეთის პოლიტიკური გავლენა რჩება საქართველოში სენსიტიურა საკითხად. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა, მას შემდეგ რაც მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა", - წერია სტატიაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


"დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა ასამბლეას პარლამენტის სპიკერის ადგილიდან მიმართა. ამ ფაქტმა ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია, რაც საბოლოო ჯამში საპროტესტო აქციაშ გადაიზარდა. აქციის დროს მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის დაკავება სცადეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სულ 240 ადამიაი დაშავდა, მათ შორის 80 სამარტალდამცველი. აღსანიშნავია, აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა", - წერია სტატიაში.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ათასობით ადამიანის შესახებ წერს CNN. გამოცემის ცნობით, ათასობით ადამიანი საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბა და რუსი დეპუტატის ვიზიტს აპროტესტებდა. CNN-ი იტყობინება, რომ აქციის დროს, ასობით ადამიანი დაშავდა და პოლიციამ დემონტრანტები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. მედია წერს, რომ მოქალაქეებმა პარლამენტის შტურმით აღება სცადეს.
მასობრივი საპროტესტო აქცია თბილისში - ამ სათაურით ვრცელ მასალას Deutsche Welle აქვეყნებს. მედია საშუალება წერს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილა მხარდამჭერებს მოუწოდა, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე გამოსულიყვნენ და რუსი დეპუტატის ვიზიტი გაეპროტესტებინათ. რეზინის ტყვიების გამოყენება გერმანული გამოცემაც წერს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)