02:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 18:05:04, 950 ნახვა

კომენტარი
კონსტანტინიდი რუსი დეპუტატების ვიზიტზე: საგარეო უწყება სრულად იზიარებს საზოგადოების სამართლიან პროტესტს

„კატეგორიულად ვემიჯნებით ამ ფორმატში განხორციელებულ ღონისძიებას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გამართვას, რომელსაც რუსი დეპუტატები ესწრებოდნენ.

როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, ღონისძიების ორგანიზებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობა არ მიუღია.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს იმ უწყებას, რომელიც გამუდმებით აყენებს საკითხს ქვეყნის დეოკუპაციის შესახებ და მუშაობს ამაზე, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი და ვახდენთ რუსეთის სახის წარმოჩენას და დისკრედიტაციას, როგორც ოკუპანტი ქვეყნის. საგარეო უწყებას აღნიშნული ფორმატით აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია, უფრო მეტ დეტალებში ვერ შევალ. რა საკვირველია, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი იყო ბატონი გავრილოვის პოლიტიკური გემოვნების შესახებ, მაგრამ, ვიმეორებ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია. საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას სცილდება ადამიანის საზღვარზე გადაადგილება", - განაცხადა ვლადიმირ კონსტანტინიდმა.

შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics