|
2019-06-20 14:22:59, 1711 ნახვა
ეკონომიკა
გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა საქართველოში მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას მხარს უჭერენ
ელექტრონული ნარჩენების მართვისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ახალ პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ორგანიზაცია GEO-სთან თანამშრომლობით იწყებს. ახალი პროექტის პრეზენტაციას საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ და შვედეთის საელჩოს პროგრამის ოფიცერმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა. „ნარჩენების მართვის სისტემების შექმნა და დანერგვა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ნარჩენების შემცირებით, ხელახალი გამოყენებით, მათი სეპარირებული შეგროვებითა და რეციკლირების ხელშეწყობით, ერთი მხრივ, თავიდან ავიცილებთ ნარჩენებით ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მიყენებულ ზიანს, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შევუწყობთ ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას, რომელიც აქტიურად დგას მთელი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დღის წესრიგში და გულისხმობს არსებული რესურსების, ნარჩენების ხელახალ გამოყენებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. პროექტის ძირითად მიზნებსა და დაგეგმილ ქმედებებზე, ასევე მოსალოდნელ შედეგებსა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე პროექტის ხელმძღვანელმა, ხათუნა გოგალაძემ (GEO) ისაუბრა. ახალი პროექტის ხანგრძლივობა 16 თვეა და მისი მიზანია ელექტრონული ნარჩენების მართვის განხორციელების ხელშეწყობა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემაში, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 დეკემბრიდან შედის. პროექტი დაეხმარება საქართველოს ელექტრონული ნარჩენების კანონქვემდებარე აქტის განახლებაში; ასევე, ელექტრონული ნარჩენების მართვაში ჩართული არაფორმალური სექტორის მონაცემთა ბაზის შექმნასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში. პროექტი დახმარებას გაუწევს კერძო სექტორსაც მწარმოებელთა პასუხისმგებელი ორგანიზაციის შექმნაში. პროექტი ეფუძნება გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ორგანიზაცია GEO-ს მიერ განხორციელებული პროექტის შედეგებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ (2017-2018). პროექტით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდება საჯარო და კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
(NS)
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)