03:45 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 10:00:47, 1324 ნახვა

სამართალი
შსს-მ „რუსთაველის“ მეტროში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ხულიგნობისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, „რუსთაველის“ მეტროში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ „რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ჩხუბის დროს ერთ-ერთი მამაკაცი ყვიროდა, რომ „ქართველ კაცს საყურე არ უხდება“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics