|
2015-07-02 13:39:19, 1163 ნახვა
სამხედრო
დღეს, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას, გმირთა მემორიალთან, პატივს მიაგებენ
დღეს, 14:30 საათზე, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას გმირთა მემორიალთან პატივს მიაგებენ თანამებრძოლები: „შავნაბადას“ და „ავაზას“ ბატალიონების წევრები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მისი მოადგილე ანა დოლიძე, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი არჩილ აბრამია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და მისი მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)