|
2019-06-18 17:30:16, 1617 ნახვა
ეკონომიკა
ორი უმსხვილესი საერთაშორისო აქსელერატორი Techstars და Capital Factory საქართველოს ბაზარზე შემოსვლითაა დაინტერესებული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ტექნოპარკში Techstars Europe-ის ერთ-ერთ დირექტორს რიჩარდ ვუილიენს (Richard Vuillien) უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ის შესაძლებლობები განიხილეს, რაც Techstars ქართული სტარტაპების ხელშესაწყობად და გასავითარებლად აქვს. Techstars დაინტერესებულია საქართველოს ბაზარზე შემოსვლით. Techstars მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორია, მისი დანიშნულებაა სტარტაპების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა განვითარების გზაზე. Techstars აქტიურად თანამშრომლობს ცნობილ კომპანიებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ინოვაციებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, ესენია: Disney, Ford, Barclays, Amazon Alexa და ა.შ. Techstars აქსელერატორი აძლევს სტარტაპებს წვდომას მენტორებისა და ინვესტორების საერთაშორისო ქსელზე, რომელიც წლების მანძილზე იქმნებოდა და შედგება მსოფლიო დონის ინვესტორებისა და სპეციალისტებისგან, როგორიცაა: Mark Cuban, Dallas Mavericks - ის გუნდის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ ტექსტარის სტარტაპების 87% წარმატებით მოღვაწეობს საკუთარ სფეროში. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ასევე შეხვდა აქსელერატორ Capital Factory-ის საერთაშორისო პარტნიორობის კოორდინატორს ალი საიედს (Ali Syed), რომელიც ასევე დაინტერესებულია საქართველოს ბაზარზე შემოსვლით. Capital Factory აშშ-ში, ტეხასის შტატში მოქმედი მეწარმეების გრავიტაციის უმსხვილესი ცენტრია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ეწვია აღნიშნულ აქსელერატორს და მიაწოდა ინფორმაცია სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და ისაუბრა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე. პრემიერ-მინისტრმა Capital Factory-ის წარმომადგენლები და შეხვედრაზე მყოფი მეწარმეები საქართველოში მოიწვია, რათა ისინი უშუალოდ გაეცნონ არსებულ გარემოს და დაიწყოს მუშაობა თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)