00:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 13:13:30, 2065 ნახვა

მსოფლიო
უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს

უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს, - ამის შესახებ Independent იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პლატინი დღეს, საქფრანგეთის დედაქალა პარიზში სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი დაკავება 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევას უკავშირდება.

მედიის ცნობით, ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება 2010 წელს მიიღო, თუმცა ამის შემდეგ მედია საშუალებებში კორუფციულ გარიგებაზე საუბარი დაიწყო. 

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

ცნობისთვის, მიშელ პლატინი უეფას პრეზიდენტის თანამდებობას 2007-დან 2015 წლამდე იკავებდა. 2015 წელს ის და ფიფას ყოფილი პრეზიდენტი, იოზეფ ბლატერი საფეხბურთო საქმიანობას 6 წლით ჩამოაშორეს, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ვადა 4 წლამდე შემცირდა. პლატინის საფეხბურთო საქმინობის გაგრძელების უფლება მიმდინარე წლის მარტში აღუდგინეს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics