2019-06-18 11:28:23, 1309 ნახვა
კომენტარი
მშვენიერაძე: ხელისუფლების ვალდებულება ყველა ინდივიდის დაცვაა და არა უმრავლესობის ჯგუფებისთვის კოჭის გორება
”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ლიბერალური დემოკრატიისთვის უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.
მისივე განმარტებით, ეს ფაქტი ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს.
„ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს ლიბერალური დემოკრატიაში რა როლი აკისრია მას, რომ მისი ვალდებულება ყველა ადამიანის, ყველა ინდივიდის დაცვაა და არა უმრავლესობის ჯგუფებისთვის კოჭის გორება და თბილისი პრაიდს მიეცეს საშუალება დაგეგმილი ღონისძიებები ჩაატაროს უსაფრთხოდ", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან