|
2019-06-18 11:01:10, 1678 ნახვა
სამართალი
ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი 2 258 961 ლარის მითვისების ბრალდებით, მთავარი ბუღალტერი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში გააჩნდა წვდომა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე, განახორციელა ფინანსური ტრანზაქციები, თითქოსდა, ხდებოდა არსებული საგადასახადო ვალდებულებების და პარტნიორი კომპანიების დავალიანებების დაფარვა, რითაც ნიღბავდა კომპანიის კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების ფაქტებს. აღნიშნული გზით, ბრალდებულის მიერ ჯამში მითვისებული იქნა კომპანიის კუთვნილი 2 258 961 ლარი. „გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)