02:29 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 18:26:25, 1501 ნახვა

სამართალი
ახალციხეში მამაკაცმა ორი მეზობელი ნაჯახით დაჭრა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ  ანდაში მამაკაცმა ორი მეზობელი ნაჯახით დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცებს ჭრილობები თავის არეში ბასრი საგნით აქვთ მიყენებული.

უწყების ცნობით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ამასთან, დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო. სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1977 წელს დაბადებული თ.ი. ბრალდებულმა თანასოფლელებს 1963 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1955 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს თავის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics