2019-06-14 15:16:46, 879 ნახვა
რეგიონი
გავრცელებული ინფორმაციით, თუშეთის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
გავრცელებული ინფორმაციით, თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „ექსპრესნიუს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ჯგუფი გზაშია და უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან