|
2019-06-14 14:06:50, 1795 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო ლოგისტიკური კონფერენცია გახსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო ლოგისტიკური კონფერენციის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გლობალური ორგანიზაციის CGLI - ისა და ქართული კომპანიის „ჯორჯიან ლოგისტიკ გრუფის" ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას 100-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე დელეგატი ესწრება, რომლებიც გადამზიდავ და ლოგისტიკურ სექტორს წარმოადგენენ. მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო სამთავრობო ხედვა სატრანსპორტო - ლოგისტიკური სექტორის განვითარების მიმართულებით, აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ხელსაყრელ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის, რომელიც იძლევა გადამზიდავი და ლოგისტიკური ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე (ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალი და ა.შ.), რომელთა ამოქმედებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების შემოსვლას და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში კი დამატებითი კაპიტალის მოზიდვას. აკაკი საღირაშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოზე გამავალ შუა სატრანსპორტო კორიდორსა და მისი განვითარებისთვის მიღებულ გადაწყვეტილებებზე. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შუა კორიდორის პოპულარიზებასა და მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. ჩვენი მიზანია საქართველო რეგიონის ჰაბად ვაქციოთ. ასეთი მაღალი რანგის კონფერენციების ჩატარება გაზრდის როგორც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ასევე შუა კორიდორის ცნობადობას საერთაშორისო გადამზიდავ და ლოგისტიკურ კომპანიებს შორის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. „ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ქვეყანაში, კავკასიის რეგიონში და მთლიანად შავი ზღვის ქვეყნებში არსებული ვითარების უკეთ შესწავლა. მე წარმოვადგენ CGLI ქსელს, რომელსაც 100 მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. დარწმუნებული ვარ, კონფერენციის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ჩვენი წარმომადგენელი ეწვევა საქართველოს. ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები არსებულ შესაძლებლობებს გააორმაგებს და როგორც გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელმა, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ინტერესი ამ ქვეყანაში დიდია. ჩვენ ვხედავთ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ქვეყანა ახლა ავითარებს და ასევე ნათლად ვხედავთ ამ შესაძლებლობების გამოყენებით მიღწეულ პროგრესს“, - განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორი ქსელის GCLI - ის მმართველმა დირექტორმა რაიმონდ ვან ახტერენმა. კონფერენცია საქართველოში კვირის ბოლომდე გაგრძელდება. მის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთ გაიცნონ საქართველოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა. კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია B2B შეხვედრები.
(NS)
ავალიანის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ არსებობს მტკიცებულებები გიორგი მალანიას წინააღმდეგ, რომლითაც დადასტურდება, რომ ის ნამდვილად დამნაშავეა
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალი კლინიკაშია მოთავსებული
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)