|
2019-06-14 10:37:28, 1680 ნახვა
ეკონომიკა
ლუდი „ბავარია“ 300 წლის ხდება
ლუდი „ბავარია“ 300 წლის ხდება. სამ საუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნიშნავს და ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით 120 ქვეყნიდან 300 ადამიანს ამსტერდამში ეპატიჟება. „ბავარია“ ერთგულ მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ იყვნენ დაკვირვებულები, რადგან 300 წლის იუბილეზე მოხვედრის შანსი, ანუ 3 დღიანი დაუვიწყარი მოგზაურობა ამსტერდამში, შესაძლოა ნებისმიერ ადგილზე გათამაშდეს, სადაც კი „ბავარიაა“. ეს შეიძლება იყოს მაღაზია, ქუჩა, კინოთეატრი თუ სხვა. „ბავარია“ ნომერ პირველი ლიცენზირებული ლუდია. ის ყოველწლიურად ცდილობს, რომ თავის მომხმარებელს განსაკუთრებული და განსხვავებული კამპანია შესთავაზოს. „ბავარიას“ გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მზარდია. ლუდის მოყვარულები აფასებს „ბავარიას“ ხარისხს და მის ერთგულ მომხმარებლად რჩებიან“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე. გარდა ამისა, „ბავარიას“ 300 წლის იუბილეზე დასწრება და ამსტერდამში მოგზაურობა შეეძლება მათაც, ვინც სოციალურ აქტივობებში ჩაერთვება და სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე https://www.facebook.com/BavariaGeorgia/?epa=SEARCH_BOX ატვირთავს იუბილეს მისალოცი სადღეგრძელოს ვიდეოს ან ფოტოს და რომელსაც შემდგომ მოიწონებს და შეარჩევს „ბავარიას“ სათაო ოფისი. შერჩევა მოხდება, როგორც საუკეთესო ვიდეოს, ასევე ფოტოს კატეგორიაში. „ბავარია“ 300 წლის იუბილეს აგვისტოს შუა რიცხვებში აღნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ლუდის ლეგენდარული ბრენდის "ბავარიის" მწარმოებელი ქვეყნების მსოფლიო რუკას საქართველო 2016 წლიდან შეემატა. სს „ქართული ლუდის კომპანია“ კი საქართველოში და მთლიანად რეგიონში ლუდი "ბავარიის" ოფიციალური და ექსკლუზიური მწარმოებელია.
(R)
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)