|
2019-06-13 18:19:53, 1827 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა სასამართლო რეფორმის კანონპროექტს მაღალი შეფასება მისცეს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას საქართველოში სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტზე სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა. კობახიძემ პროცესში მონაწილე მხარეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იმის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძირეული რეკომენდაცია გათვალისწინებული იყო. „დასრულდა რეფორმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე, მომზადდა კანონპროექტი ძალიან ფართო ჩართულობით. გუშინ განხორციელდა შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების. რომ არა მათი კონსტრუქციული და საქმიანი მიდგომა, ეს რეფორმა სათანადოდ ვერ განხორციელდებოდა. დღეს გამოქვეყნდა განცხადება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით . ეს განცხადება გამოქვეყნდა აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის მიერ და განცხადების შინაარსია შემდეგი: „ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა. სამუშაო ჯგუფი შედგებოდა საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სექტორის წარმომადგენლებისგან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას. ველით პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას. ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ ამ კანონპროექტის დანერგვის პროცესში“. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებს, მათ რეკომენდაციებს ჩვენთვის ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და მოხარული ვართ, რომ ესოდენ მაღალი შეფასება მისცეს კანონპროექტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყოს თვითონ კანონპროექტის შინაარსზე ხაზგასმა, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ასახულია ყველა ის ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია, რომლის მიზანია, სასამართლოს ეფექტიანობის და დამოუკიდებლობის შემდგომი გაუმჯობესება, ასევე მინიშნება კონსენსუსზე. მადლობა ყველა მხარეს პროცესში მონაწილეობისთვის. ჩვენი ამოცანაა, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესება“,- განაცხადა კობახიძემ.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)