04:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 14:09:31, 1212 ნახვა

კომენტარი
​კობახიძე: საარჩევნო თემა პოლიტიკურად მგრძნობიარეა, მაგრამ პრინციპულ საკითხებზე პოზიციების შეჯერებას შევძლებთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მხოლოდ ოდირის 27 რეკომენდაციას განიხილავენ.

მისივე განმარტებით, 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ განიხილება.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფის მანდატი ამის საშუალებას არ იძლევა, თუმცა ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს. 

"როგორც მოგეხსენებათ, ოდირმა წარმოადგინა თავისი რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. არის 27 რეკომენდაცია და ჩვენი სამუშაო პროცესი ამ რეკომენდაციებზე იქნება აგებული. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებას შევძლებთ, მიუხედავად იმისა, რომ თემა პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარეა და ბევრი სუბიექტური ინტერესია. არის უამრავი საკითხი, მათ შორის პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან, უფასო საეთერო დროის განაწილებასთან დაკავშირებით, ე.წ. "სიჩუმის დღის", საარჩევნო უბნების რადიუსის საკითხი, - თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით დეტალური მსჯელობა გვექნება და ამის საფუძველზე უნდა ჩამოვაყალიბოთ რეგულაციები, რომელიც წაადგება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. 24 ივნისამდე იქნება წარმოდგენილი წინადადებები, თითოეული მონაწილე სუბიექტის მხრიდან, ამის შემდეგ, მოვამზადებთ კანონპროექტს და ამ პირველადი კანონპროექტის გარშემო იქნება მსჯელობა ივლისის პირველ ნახევარში. ჩვენი სამუშაო ჯგუფის მანდატით შემოვიფარგლებით იმ საკითხებზე მსჯელობით, რომელიც ოდირის რეკომენდაციებითაა განსაზღვრული. საარჩევნო სისტემა წმინდა პოლიტიკური საკითხია, ამაზე ექსპერტული ამ მსგავსი ტიპის დისკუსიის გაშლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თან, ვიცით, რომ 2020 წლის შემდეგ, პრაქტიკულად ამოქმედებულია ეს სისტემა. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ერთადერთი დავა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში იქნება ვადასთან დაკავშირებით. მთავარი არის ის, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში არ განმეორდეს იგივე, რაც გვახსოვს ჩვენ წინა დეკადიდან და ამის საწინააღმდეგო დებულებას შეიცავს კონსტიტუცია, რომელიც გვეუბნება, რომ საპარლამენტო სისტემას პროპორციული არჩევნებით თავისი რისკები და გამოწვევები აქვს, მაგრამ მთავარი ღირსება ამ ცვლილებების არის ის,რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხული იქნება ავტორიტარიზმისა და ავტოკრატიის ჩამოყალიბება, ამის გარანტია დევს კონსტიტუციაში. ვიმეორებ, პროპორციულ სისტემას თავისი რისკები აქვს - ევროპის არაერთ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ არის ჩამოუყალიბებელი პროპორციული სისტემა, ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც კონსოლიდირებული პარტიული სისტემებია ჩამოყალიბებული. თუმცა ხედავთ, როგორი ტენდენციაა ევროპაში,როგორც კი ჩნდება ანტისისტემური პოლიტიკური პარტიები, პროპორციული სისტემა ქმნის გარკვეულ რისკებს, სტაბილურობის თვალსაზრისით. არის ქვეყნები, სადაც 200 დღის განმავლობაში, ნახევარი წლის განმავლობაში ვერ ყალიბდებოდა მთავრობა. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ იგივე ვითარება საქართველოში. პროპორციული სისტემის მთავარი მიღწევა ისაა, რომ უზრუნველყოფილი იქნება ავტორიტარიზმის აბსოლუტური პრევენცია, თავისი გამოწვევა აქვს ამ სისტემას და სტაბილურობის თვალსაზრისით რისკებს შეიცავს, ამიტომ, ჩვენი საქმიანობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თუ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიები, უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია, პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია. ეს თუ არ მოხდა, გარკვეული რისკები იქნება თუნდაც 2024 წელს. ეს საკითხი განხილული, ბუნებრივია, იქნება, ვიცით რომ გროვდება ხელმოწერები. პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ეს კანონპროექტი და დაიწყება ამ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა. მაგრამ, ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში არ განიხილება ეს საკითხი, ეს საკითხი საპარლამენტო ფორმატში განიხილება და იქ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. ოპოზიციას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა უნდა, ამ წაგებული არჩევნების შემდეგ ოპოზიციას კრიზისი აქვს და ამის დაძლევუსთვის მათ საკუთარი დღის წესრიგის შექმნა უნდათ. ამის კარგი საშუალებაა ახალი თემის წინ წამოწევა. ეს ის თემაა, რაზეც მსჯელობა გვქონდა 2016შუ და შემდეგაც, შეგახსენებთ, რომ ორჯერ შესთავაზა "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას 2020 წლისთვის ამ სისტემის ამოქმედება, რაზეც მაშინ ოპოზიციამ უარი თქვა. მათ არ უნდოდათ, რომ ამ რეფორმით საპარლამენტო უმრავლესობას ქულები დაეწერა.  ეს იყო მათი არჩევანი იმის სასარგებლოდ, რომ 2020 წელს პროპორციული სისტემა არ ამოქმედდება. შეიძლება ეს იდეალური ვარიანტიც იყოს საქართველოსთვის. იმედია, 2024 წლისთვის ისე გაიზრდება დემოკრატიული კულტურა, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა პროპორციული არჩევნებისთვის სრულად იქნება მზად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics